img
img
პროექტის შესახებ

ვებგვერდი წარმოადგენს ილიას უნივერსიტეტის ელექტრონულ სასწავლო პორტალს.

საგანმანათლებლო რესურსები რამდენიმე სექციაში გადანაწილდება:

კურსები - სექციაში განთავსდება სხვადასხვა მიმართულების სრული კურსები, რომლებშიც ინტეგრირებული იქნება ტესტები. შესაბამისად, მომხმარებელს საშუალება ექნება, კურსის გავლის განმავლობაში შეაფასოს საკუთარი ცოდნა. ვიდეოვერსიის პარალელურად, შესაძლებელი იქნება კურსში შემავალი ლექციების ბეჭდური სახით ნახვაც. მსურველებს საშუალება ექნებათ, ლექტორს დაუსვან შეკითხვები. ლექციები - სექციაში განთავსება ცალკეული (მაგალითად, ილიაუნიში მოწვეული ლექტორების მიერ წაკითხული) ლექციები ან სასწავლო პროცესის განმავლობაში მიმდინარე კურსებიდან ლექციების ვიდეოჩანაწერები. ტუტორიალები - სექციაში განთავსდება სასწავლო ტუტორიალები, რომლებიც კონკრეტული პრაქტიკული ცოდნის მიღებაზე იქნება ორიენტირებული. მაგალითად, როგორ ავკინძოთ წიგნი, დავამუშაოთ ხმა კომპიუტერულად ან გავსხლათ ხე და ა. შ. ონლაინ ტელევიზია - სექციაში განთავსდება სატელევიზიო ფორმატის მოკლემეტრაჟიანი ფილმები, რომლებშიც ქართველი მეცნიერები თავიანთი პროფესიული არჩევანის შესახებ ისაუბრებენ.

ონლაინ მოსამზადებელი კურსები - სექციაში განთავსდება სასწავლო მასალები მოსამზადებელ ეტაპზე მყოფი მსურველებისთვის, მაგალითად - ონლაინ ტესტები უნარებში.

ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5

თბილისი 0162, საქართველო

(+995 32) 222 00 09

(+995 32) 223 10 26

info@iliauni.edu.ge